logo_geo
eng_logo
თემურ ბაბლუანი: მოდიოდნენ პრეზიდენტები რახარუხით, მიდიოდნენ - ბრახაბრუხით
- +

27 ნოემბერი. 2018. 23:21

 

რეჟისორი თემურ ბაბლუანი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ქვეყანაში ხდება ის არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. როგორც ბაბლუანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ საუბრისას განაცხადა, აქამდე „მოდიოდნენ პრეზიდენტები რახარუხით, მიდიოდნენ - ბრახაბრუხით“.

 

მისი თქმით, რეჟისორს არაფერი აქვს საწინააღმდეგო „ნაციონალების“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიმართ, თამადას რომ ირჩევდეს საქართველო. პრეზიდენტობის შემთხვევაში კი ქვეყანას პროფესიონალი სჭირდება და სწორედ ასეთ პროფესიონალად მიიჩნევს ის სალომე ზურაბიშვილს.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, - „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკო-ს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner