logo_geo
eng_logo
საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
- +

18 მაისი. 2016. 18:45


საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.



უკვე სამი დღეა ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ.

 

პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

 

ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვადასხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.

 

ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები, წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ.

შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენი მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

 

არქიმანდრიტ დიონისესგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება.

 

დიდსქემოსანმა ბერმა ირინეოსმა (იგივე მათე შენგელიამ) და დიდქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner