logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი: ვაშაძის მნიშვნელობა მარტო ის არის, რომ თავისი მეუღლის ქმარია
- +

27 ნოემბერი. 2018. 23:50

 

„გრიგოლ ვაშაძე მოდის არაფრიდან, არაფერი არ აქვს გაკეთებული ცხოვრებაში. მისი მთავარი მნიშვნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ ის თავისი მეუღლის ქმარ იყო. რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, ის არავითარ ნუგეშს არ აღძრავს“, - ამის შესახებ მწერალმა ნაირა გელაშვილმა გადაცემაში პირისპირ განაცხადა.

 

ის ღიად აცხადებს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს და ეს არჩევანი მან პირველ ტურშიც გააკეთა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, - „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner