logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაისტუმრებს, ხელისუფლებას კი საკუთარ სამსახურში ჩააყენებს!
- +

28 ნოემბერი. 2018. 01:21

 

„როგორც კი რევანშის რეალური საფრთხე დაინახა, ხალხმა თვითონ მოახერხა თვითორგანიზება“, - ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა, პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეგიონებში ხალხთან ურთიერთობამ აჩვენა, რომ ის „ხვალ ნაციონალურ მოძრაობას გაისტუმრებს, ხელისუფლებას კი საკუთარ სამსახურში ჩააყენებს“.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 28 ნოემბერს მოსახლეობა ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს, - „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner