logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში
- +

28 ნოემბერი. 2018. 10:05

 

 

„მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეორე ტურისთვის, გაიხსნა საარჩევნო უბნები და ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

 

მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია.

 

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების  და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

 

მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

 

ყველა ასეთ დარღვევაზე ქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში.

 

ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება.

 

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება!“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner