logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გავაკეთე
- +

28 ნოემბერი. 2018. 10:41

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის ოლქის #44-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

პრემიერმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის.

 

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner