პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენის თემას შეეხო. ძაბირაძემ აღნიშნა რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება მოზომილი უნდა ყოფილიყო. პოლიტოლოგმა აქვე არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც პაატა ბურჭულაძესაც აქვს.
„როდესაც ბატონმა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა და პოლიტიკაში მის მოსვლასთან დაკავშირებით ილაპარა, ჩემი აზრით, ცოტა უფრო ზომიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, როდესაც შენ გამოდიხარ, იწყებ პოლიტიკურ მოღვაწეობას და იმავე მესიჯებს იმეორებ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" მთელი ეს 4 წელია ლაპარაკობს, ანუ პროდასავლური ორიენტაცია და არაფორმალური მმართველობა, ბუნებრივად უნდა ელოდო, რომ ამ საზოგადოებაში ასეთი მესიჯების გაჟღერებას სწორედ ისეთი შეფასება მოჰყვებოდა, რაც გააკეთეს „ქართული ოცნების" წევრებმა, იქნება ეს კობახიძე, ქანთარია თუ სხვა.
პრობლემა დგას არჩევნებთან და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ზუსტად ეს პრობლემა უდგას ბატონ ბურჭულაძესაც.
გარდა იმისა, რომ ხმებს მიიღებ, ამ ხმებს დაცვა სჭირდება, მოპოვება სჭირდება, პარტიას ჩამოყალიბება, სტრუქტურირება სჭირდება და ა.შ. აქაც არ ვიცი, რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს ბურჭულაძე, მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი.
პაატას მიმართ საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს. მგონია, რომ თუ ორგანიზაციულ მხარეს მოაგვარებს, მასაც აქვს შანსი, გადალახოს 5%-იანი ბარიერი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.