logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სტივ რასელის განცხადების ავტორი თემურ იაკობაშვილია!
- +

18 მაისი. 2016. 19:39


ბოლო პერიოდში აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში აქტუალური გახდა ქართული თემატიკა. აშშ-ის კონგრესის სესიაზე, კონგრესმენ სტივ რასელის გამოსვლა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა საშიშ გზავნილად აღიქვა. თუმცა მოგვიანებით კონგრესმენ თედ პოს კეთილგანწყობილმა განცხადებამ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა და განმუხტა, მაგრამ დასავლეთის დამოკიდებულება მაინც განსჯის თემად რჩება.


სწორედ ამ თემაზე „ფოსტალიონთან" ისაუბრა ყოფილმა პარლამენტარმა ირაკლი გოგავამ.

 

„მე ვნახე კონგრესმენ რასელის გამოსვლა ორიგინალში ინგლისურ ენაზე და ყურადღება მივაქციე ერთ გარემოებას, რომ ივანიშვილის გვარი ძლივს ამოიკითხა, ჩანდა, რომ ის ამ გვარს პირველად ან მაქსიმუმ მეორედ კითხულობს. მისი გამოსვლის ტექსტი არ არის ამერიკულ სტილში დაწერილი, ამ გამოსვლის ავტორი თემურ იაკობაშვილია.

 

იაკობაშვილი 2012 წლის შემდეგ  მუდმივად იმყოფება ვაშინგტონში, სადაც სააკაშვილმა მას ოფისი გაუხსნა და ის კოორდინაციას უწევს სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ვაშინგტონში. როგორც ჩემი ამერიკელი მეგობრები მეუბნებიან, ის და მისი პერსონალი  ძალიან აქტიურად მუშაობენ  და ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ამერიკელ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მკვლევარებს. მათ აქვთ ორი მესიჯი: 1. „ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და გაზპრომის აქციონერი" 2. „სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში".

 

ასეთი ოფისის შენახვა ვაშინგტონში მინიმუმ მილიონ დოლარამდე ჯდება, თუმცა ნაციონალებს ფული არ უჭირთ, სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში  გაძარცვა საქართველო და ამ ნაძარცვის მცირე ნაწილი, ახლახან იპოვეს კიდევაც  ოფშორული სკანდალის  ფარგლებში კეზერაშვილის სახელზე, სადაც 24 მილიონი დოლარი აგვისტოს ომიდან 10 დღეში იყო გადარიცხული. ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის მოლარე იყო და ეს ოფშორები პირადად სააკაშვილისაა", -განაცხადა გოგავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner