logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: კერძო კომპანიები, რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ
- +

28 ნოემბერი. 2018. 12:19

 

 

„კერძო კომპანიები, რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა.

 

„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და არ შეესაბამება ეს სიმართლეს. რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კერძო კომპანიები, რომლებიც ამ გადაყვანას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ასე რომ, მორიგი არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner