თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ პრინციპული არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ბოროტების და ძალადობის წინააღმდეგ.
დედაქალაქის მერის, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ადამიანების ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.
„მე გავაკეთე დღეს ჩემი პრინციპული არჩევანი. მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ პირიქით, უნდა გავაერთიანოთ საქართველო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.