პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დღეს ექსცესების მოლოდინი აქვს, თუმცა, აცხადებს, რომ მეორე მხრიდან მობილიზება საკმარისზე მეტია.
„მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების. მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა, რომ მისი ტელევიზია იქნება ძალიან „გამეცადინებული ამაში და მონაწილეც იქნება“.