„მე გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება. ხმა მივეცი ჩვენი ერისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შესაძლებლობებს და იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის წარსული იყო“ ,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საკუთარი არჩევანი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.