logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას
- +

28 ნოემბერი. 2018. 13:51

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

 

მინისტრმა არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის გამთლიანებას და განვითარებას მისცა.

 

„მე დღეს ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა არასოდეს დაბრუნდეს წარსულში, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, გაძლიერდეს და განვითარდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner