logo_geo
eng_logo
„წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ!“
- +

18 მაისი. 2016. 21:07


„ახალგაზრდა ადვოკატთა" თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე, გადახდის უუნარო ადამიანების, მიერ აღებულ იმ სესხებზე საუბრობს, რომლებმაც ხანდაზმულობის ვადას მიაღწიეს.


მისი თქმით, მოვალე არათუ სასამართლოს პასუხისმგებლობას უნდა გაექცეს, არამედ პირიქით, შესაგებელი სარჩელი უნდა შეიტანოს.


როდესაც ბანკის კლიენტის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა და ამ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია. თუ ბანკი სასამართლოს მიმართავს, ასეთ შემთხვევაში მოვალე არ უნდა გაექცეს სასამართლოს, პირიქით, უნდა შეიტანოს შესაგებელი სარჩელი და გამოცხადდეს პროცესზე. ხშოირად კლიენტმა არ იცის, რომ სესხი არის ხანდაზმული, ბანკი სასამართლოს მიმართავს, კლიენტი არ ესწრება სასამართლოს და მოსამართლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბანკის სასარგებლოდ გამოქვს და ხანდაზმული სესხის გადახდას კლიენტს აკისრებს, ამის შემდეგ უკვე აღსრულების, ანუ თანხის ამოღების პროცესი იწყება. ცხადია, ბანკის წარმომადგენელი არ აცხადებს, სასამართლოზე, რომ სეხი ხანდაზმულია. ამიტომ კლიენტი უნდა დაესწროს სასამართლოს, განაცხადოს პროცესზე, რომ ბანკი უკვე ხანდაზმული სესხის გადახდას ედავება და მის გადახდას აღარ აპირებს. კანონს თუ დავეყრდნობით, სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს", - აცხადებს არევაძე „კვირის ქრონიკასთან" საუბარში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner