ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 19.6 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია.
ამომრჩეველთა 12:00-საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 15.95 %, რაც რაოდენობრივად 558 755 ამომრჩეველი იყო.
„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ისინი ხმის მიცემას შეძლებენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე, ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკო-ს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათიც.
არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. რაც შეეხება ფოტო-ვიდეოგადაღებას საარჩევნო უბნებზე, დაშვებულია იმ პირობებით და წესებით, რაც განსაზღვრულია ცესკო-ს დადგენილებით და აღნიშნული წესები გამოკრულია ყველა საარჩევნო უბანზე. ცალსახად აკრძალულია ფოტო-ვიდეოგადაღება საარჩევნო კაბინაში.
ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათი ნაწილი ადგილზევე აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე - რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ და მედიას აღნიშნული პროცედურული ხარვეზის რამდენიმე მაგალითის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: