პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება თავად ხედავს არა მარტო იმას, თუ ვის წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე, არამედ იმასაც, თუ რას წარმოადგენს ის.
„საზოგადოება თავად ხედავს არა მარტო იმას, თუ ვის წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე, არამედ იმასაც, თუ რას წარმოადგენს თავად გრიგოლ ვაშაძე. აქედან გამომდინარე, მას პასუხს გასცემს არა მარტო ირაკლი კობახიძე, არამედ ქართველი საზოგადოება დღეს. ეს პასუხი იქნება ძალიან ხმამაღალი და ძალიან მკაფიო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.