logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: პარტია არ არის ფირმა, სადაც კონკურსის წესით დანიშნავ ადამიანებს თანამდებობაზე!
- +

18 მაისი. 2016. 21:37


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გაზეთ „ალიასთან" პოლიტსაბჭოს ახალ სახეებზე საუბრობს:


„ფრაქციაში დეპუტატები განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ პოლიტსაბჭოში დაამატეს ახალი სახეები და არ შეიყვანეს ფრაქციის არც ერთი წევრი.

 

თუკი პარტიაში არავის აწინაურებ, მაშინ გამოდის, არავინ არაფერს აკეთებს და გარედან შემოგყავს ხალხი, რომელიც საერთოდ არ მდგარა პარტიის სათავეებთან. აქ ყველაფერი უნდა ხდებოდეს ღვაწლისა და ამაგის შესაბამისად. აი, ამან  ნამდვილად გამოიწვია უკმაყოფილება, რადგან ახლა უკვე პოლიტსაბჭოზეა დამოკიდებული, ვინ შევა საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი და ასე შემდეგ.

ნახეთ, რა ხდება თუნდაც „ნაცმოძრაობაში", დაწერეს ახალი სია, იძახიან ახალი სახეებიო, მაგრამ სინამდვილეში ყველა ძველია და კარგადაც უფასებენ ღვაწლს. „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობაში ძველი წევრებიდან არავინ მომატებია, სულ გარედან მოიყვანეს", - განაცხადა მეჭიაურმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner