logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე
- +

28 ნოემბერი. 2018. 17:32

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება.

 

„მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ შემთხვევაში, სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩადიან დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას და მიიყვანს მას ლოგიკურ დასასრულამდე. ასე იყო პირველ ტურში და ასე იქნება ახლაც. ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია 6 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის, თუ არ ვცდები, აბაშის ეპიზოდზეც“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner