logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: მარნეულში ამ ეტაპზე სრული სიმშვიდე და სიწყნარეა
- +

28 ნოემბერი. 2018. 18:12

 

 

მარნეულში „ქართული ოცნების" შტაბში მისულმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მათი გუნდი რეგიონებშია გადანაწილებული.

 

მისი თქმით, მარნეულში ამ ეტაპზე სრული სიმშვიდე და სიწყნარეა. ძიძიგური იმედოვნებს, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება.

 

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციაა, არჩევნები რაც შეიძლება მშვიდად, წყნარად ჩავატაროთ, რომ პროვოკაციებზე წამოგება არ მოხდეს. იცით, არჩევნები ძალიან მგრძნობიარე თემაა და ადვილად შეიძლება პროვოკაციაზე ერთმა გამოცდილმა პროვოკატორმა წამოაგოს ადამიანები, ამიტომ გადანაწილებულები ვართ რეგიონებში, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.

 

დარღვევები არის ისევე, როგორც ყველა არჩევნების დროს და ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებშია. იმ დარღვევებზე საჩივრები დაიწერა, ამას ყველაფერს ცესკო განიხილავს", - აცხადებს ძიძიგური.

 

რაც შეეხება, სამართალდამცავებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებას, როგორც ძიძიგური განმარტავს, ეს აუცილებელი არის, რათა ყველა სახის ექსცესი თავიდან იყოს აცილებული.

 

„უსაფრთხოება, სიწყნარე, სტაბილური არჩევნების ჩატარება შედის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც რეგიონებში დადიოდა, სანამ არჩევნები დაიწყებოდა. საკმაოდ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდა და შესაძლებელია რაღაც პროვოკაციები იყოს, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყოს ჩარეული ყველა ექსცესის თავიდან ასაცილებლად.

12 საათისთვის, 100 000 კაცზე მეტი მოვიდა. ეს 100 000 კაცი 8 საათისთვის, მინიმუმ გაორმაგდება და ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეს აქტიური ადამიანები, ვინც მეორე ტურს მიემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიმატებული ხმები არ არის“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner