"ახალგაზრდულმა ცენტრმა" პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დასადგენად მიმდინარე კვლევის შუალედური შედეგები "პირველ პრესკლუბში" წარადგინა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ყოფილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ფაქტს დადებითად 51.4% (463 რესპონდენტი) აფასებს; კითხვაზე პასუხის გაცემა 22.3% (201 რესპონდენტი) უჭირს, უარი პასუხზე 16.7% (150 რესპონდენტი), ხოლო ფაქტს უარყოფითად აფასებს 9.6% (86 რესპონდენტი).
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევა მაისში დაიწყო და მასში უკვე 900-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევას თსუ-ს სოციოლოგები ატარებენ.