logo_geo
eng_logo
sos! - ყურადღება მიაქციეთ ამ კრიმინალის განცხადებებს!
- +

28 ნოემბერი. 2018. 21:07

 

აქვე, გთავაზობთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ბეჭდურ ვერსიას:

 

 

ხალხო, დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. დღეს რაც ტარდებოდა, არ იყო არჩევნები და არც დემოკრატიული პროცესები. ეს იყო ქურდული სამყარო და ძველი ბიჭები, აფერისტები და გარეწრები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, ვინც გძარცვავდათ, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს არის მოსყიდვა, ღიად დარიგება ფულის, დაჭრა და ცემა აქტივისტების, ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია, რაც არ არის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება. ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები.

 

ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები.

 

მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, რომელმაც დღესაც გამოიჩინა წარმოუდგენელი აქტიურობა, აიღოთ კანონის დაცვა, საქართველოს დაცვა და გადარჩენა საკუთარ ხელში! მე არასდროს მიბრძოლია არც სიმდიდრისთვის, არც ფუფუნებისთვის და არასდროს არ ყოფილა ჩემთვის თანამდებობა თვითმიზანი, მაგრამ საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის.

 

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს.

 

მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, ვინმეს პრეტენზია ჰქონდა ჩვენი წინა პერიოდისადმი თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, აქ ეს საკითხი არ წყდება, მე არაფერი მინდა... აქ საკითხი დგას სხვანაირად - საქართველო იქნება თუ არ იქნება! მოვუწოდებ ყველას, დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე! ამ ბრძოლის დაწყებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მე ვაპირებ, დავბრუნდე საქართველოში! რადაც არ უნდა დამიჯდეს, მე ჩემი სიცოცხლეც არაფრად არ მიღირს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა ვერცერთ ქართველზე, ვერავინ შეძლოს ძალადობრივი სცენარის განხორციელება. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიწყებთ მოქმედებას! მხნედ, ორგანიზებით და ჯერ საარჩევნო უბნებზე, ხვალიდან კი გავდივართ ქუჩებში და ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner