პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „მეტრონომთან" ინტერვიუში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" ახალ სიაზე და შეფასებები გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, შეეცვალა ფასადი, ეს ის ათეულია, რომელთაც მეტ-ნაკლებად ადამიანური სახე შენარჩუნებული აქვთ.
მნიშვნელოვანია არა პირველი ათეული, არამედ ვინ იქნება შემდეგ ათეულებში. ადრე ასეთი გამოთქმები იყო: კომუნისტი და „ნაღდი" კომუნისტი. დღესაც, თუ ამ ტერმინილოგიას გადმოვიტანთ, პირველი ათეული არის „ნაციონალები"... „ნაღდი ნაციონალები" იქნებიან მეორე ათეულში. რასაც ახლა ლაპარაკობენ, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და ა.შ. მართლა შეიძლება მათ სიტყვებს ვენდოთ, თუ ეს სიტყვები იქნება იქამდე, სანამ ძალაუფლებას ხელში აიღებენ და მერე ისევ 2003 წელში დაგვაბრუნებენ", - განაცხადა ძაბირაძემ.