logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
- +

29 ნოემბერი. 2018. 01:57

 

 

ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

 

როგორც "ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზრდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" შტაბის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობდნენ, მანქანებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი მისამართით ისროლეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner