logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: „ნაციონალებს“ ვაშაძეც და „გირჩიც“ ხმებს წაართმევს
- +

18 მაისი. 2016. 22:24


პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან" წასული წევრების შესახებ „მეტრონომთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი წევრები გიორგი ვაშაძე და პოლიტიკური პარტია „გირჩი"„ნაციონალებს", რა თქმა უნდა, ხმებს წაართმევენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ მათ 5% ბარიერი გადალახონ.



„ნაციონალებს" ვაშაძეც და „გირჩიც" ხმებს წაართმევს, მაგრამ აქ საკითხავი ისაა, რომ ეს წართმეული ხმები მათ ეყოფათ იმ 5%-იანი ბარიერის დასაძლევად? ამდენი ხმებინაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. მათი ხმები სადღაც 200 000-დან 50 000-ია, თუ ყველაზე ცუდ ვარიანტში, მილიონნახევარი ამომრჩეველი მაინც მოვიდა, 80 000 ხმა სჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვას და თუ 200 000-დან ამდენიგირჩმა" წაიღო და ამდენივე ვაშაძემ, მაშინ მათ სართოდ აღარაფერი დარჩებათ. ამიტომ, არ მგონია, ამ პარტიებს რეალური შანსი ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადასალახად.

ორ პოლიტიკურ პარტიას აქვს გარანტირებული ბარიერის დაძლევა, ეს არის -  „ქართული ოცნება" და „ ნაციონალური მოძრაობა" . შემდეგ მოდის 6-7 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც შანსი აქვთ, სწორი დაგეგმვის და კარგი მუშაობის შემთხვევაში გადალახონ 5%-იანი ბარიერი", - აცხადებს ძაბირაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner