logo_geo
eng_logo
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის 10-ვე რაიონში ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
- +

29 ნოემბერი. 2018. 10:31

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

 

ცესკოს ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 99,7 %-ს შეადგენს.

 

უფრო კონკრეტულად, თბილისის ოლქებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მოპოვებული შედეგები ასეთია:

 

მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე - 35, 66 %, სალომე ზურაბიშვილი - 64,34 %;

 

ვაკე: გრიგოლ ვაშაძე - 33,95 %, სალომე ზურაბიშვილი 66,05 %;

 

საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე - 34,39 %, სალომე ზურაბიშვილი - 65,61 %;

 

კრწანისი: გრიგოლ ვაშაძე - 40,43 %, სალომე ზურაბიშვილი - 59,57 %;

 

ისანი: გრიგოლ ვაშაძე - 43,06 %, სალომე ზურაბიშვილი - 56,94 %;

 

სამგორი: გრიგოლ ვაშაძე - 43,59 %, სალომე ზურაბიშვილი - 56,41 %;

 

ჩუღურეთი: გრიგოლ ვაშაძე - 36,63 %, სალომე ზურაბიშვილი - 63,37 %.

 

დიდუბე: გრიგოლ ვაშაძე - 35,02 %, სალომე ზურაბიშვილი - 64,98 %;

 

ნაძალადევი: გრიგოლ ვაშაძე - 38,26 %, სალომე ზურაბიშვილი - 61,74 %;

 

გლდანი: გრიგოლ ვაშაძე - 43,26 %, სალომე ზურაბიშვილი 56,74 %.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner