განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პროგნოზს ლარის კურსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„დამაიმედებელი პროგნოზი ოქროს კაცისგან !!! დიმიტრი ქუმსიშვილი...
ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. გუშინ ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან 20 მილიონი დოლარის ამოღება დასჭირდა, რათა ოფიციალური კურსი როგორმე 2,18-ის ნიშნულზე გაეჩერებინა. მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპოტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის შემცირება მოჰყვება."- წერს აბესაძე.