logo_geo
eng_logo
საქართველოს ყველა ქალაქში, თელავის და რუსთავის გარდა, არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
- +

29 ნოემბერი. 2018. 10:35

 

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს ყველა ქალაქში, თელავის და რუსთავის გარდა არჩევნები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

 

სალომე ზურაბიშვილმა მეტი ხმა მიიღო: საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თიანეთში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, მცხეთაში, დუშეთში, ყაზბეგში, კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიაში, ხარაგაულში, თერჯოლაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, ხონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ქუთაისში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, აბაშაში, სენაკში, მარტვილში, ხობში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ფოთში, ბათუმში, ქედაში, ქობულეთში, შუახევში, ხელვაჩაურსა და ხულოში.

 

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებს უგებს დედაქალაქის 10-ვე საარჩევნო ოლქშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner