საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება.
მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.