საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველანაირი ლოგიკით ადამიანური, პოლიტიკოსის პოზიციით, ოპოზიციის, ერის და ბერის, უბრალოდ არ შეიძლება ამდენ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი და ამდენ დესტაბილიზაციაზე ოცნება. საკმარისია, უკვე დასრულდა ეს დესტაბილიზაცია და ქვეყანას სჭირდება ძალ-ღონის მოკრეფა იმისათვის, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ისინი გადადიან მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.