საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2019 წელს 9 800 000 ლარი იქნება. აღნიშნული თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული,
პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხარჯებისთვის 9 409 000 ლარია გათვალისწინებული, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 391 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად, 5 მილიონი ლარი იქნება.