ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შესულია 307 საჩივარი. საჩივრების უმეტესი ნაწილი არის პროცედურული ხარვეზების.
„ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ შესულია 307 საჩივარი და აღსანიშნავია, რომ შესული საჩივრების უმეტესობა დღის განმავლობაში ასევე იწერებოდა საუბნო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების უმეტესი ნაწილი არის პროცედურული ხარვეზების. ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც იყო შესული. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარი, რა თქმა უნდა, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადებით იქნება განხილული და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.