logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე: სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან
- +

29 ნოემბერი. 2018. 12:27

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურია.

 

„დღეს მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უკვე მეოთხე შეხვედრა. ყოველწლიურად იმართება ეს შეხვედრები, სადაც ეხმარებიან ამ პროგრამის გაუმჯობესებაში. დღევანდელი შეფასებით, მათი ყველა რეკომენდაცია შესრულებულია და შეფასებები არის პოზიტიური და უკვე გამოკვეთილია სლოგანი, რომელიც ადრე ბუნდოვნად ჩანდა, რომ საქართველომ ეს შეძლო და სხვა ქვეყნები საქართველოსგან გამოცდილების გაზიარებას ელოდებიან“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner