logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში განთავსებას გეგმავს
- +

29 ნოემბერი. 2018. 12:33

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

 

საარჩევნო პროგრამაში ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელთან დაკავშირებითაც წარადგენს და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

 

ახალი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხზე მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუხმოვანებია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner