უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ მას წარმატებებს საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფასა და საზოგადოების კონსოლიდირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება“, - წერს პეტრო პოროშენკო „Twitter“-ის გვერდზე.