ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, შევა თუ არა ავლაბრის სასახლეში, აცხადებს, რომ მისთვის ორბელიანის სასახლე უფრო მისაღებია.
„როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ წინაპრებით და ამიტომ, ორბელიანის სასახლე ძალიან მისაღებია ჩემთვის და მე მგონი, თუ შევხედავთ ამ სასახლეს, აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა ორბელიანის, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა - რაღაც სხვა რამეებს მაგონებს ის მასშტაბური შენობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.