logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პირველად ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება
- +

29 ნოემბერი. 2018. 14:13

 

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

 

„პირველად ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება. მთხოვა, რომ მოვსულიყავი საპატრიარქოში, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი პირველი ნიშანი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. ჩვენი ხედვა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის დამშვიდება, საზოგადოების დამშვიდება, ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული არც გადატრიალებაზე, არც მოწოდებაზე ძალადობისკენ, არამედ დამშვიდებისკენ. ეს არის ევროპული საზოგადოება, საქართველომ აირჩია ევროპა, საიდანაც მე მოვდივარ, აირჩია ევროპული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი გეგმა, როგორ დავამშვიდოთ საზოგადოება და როგორ გადავიყვანოთ ახალ ყაიდაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner