პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა.
„მე ვფიქრობ, რომ საერთოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვაშაძემ ზოგადად ამ მიმართულებამ, არ ვიცი, რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა.
ეს ის არის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ აწყობს, არათუ არ აწყობს, შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ამოჩემება, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. მას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული გეგმა და ამ გეგმის ნაწილია დესტაბილიზაცია",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.