2016 წლის 21 მაისი
21:00 საათი - ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „ვეფხისტყაოსანი"
გამოფენა გაგრძელდება 2 ივლისამდე
„მუზეუმის ღამე" ლიტერატურის მუზეუმში...
მუზეუმი გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებს, სადაც ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას
20:00 საათიდან - ლიტერატურის მუზეუმის ეზოში მოეწყობა ძველი წიგნების გაყიდვა
20:30 საათიდან - სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი კუთხეში, ნოდარ ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, ბავშვები დახატავენ სცენებს „ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე
22:00 საათიდან - გამოფენის გახსნის შემდეგ არშია სამსამინია სითარზე დაუკრავს აღმოსავლურ ჰანგებს
23:00 საათიდან - ანა კორძაია-სამადაშვილი, რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან" .
24:00 საათი - მოძრაობის თეატრთან ერთად, კახა ბაკურაძის ხელმძღვანელობით, დაიდგმება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათი
01:00 საათი - გაიმართება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის პირველი წიგნის პრეზენტაცია
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!