საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის სტრუქტურა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
„სოციალურად დაუცველი ბავშვების თანხა, რომელიც 10 ლარი იყო, გახდა 50 ლარი. რაც შეეხება ამ დახმარების სტრუქტურას, იქნება ეს სრულად მონეტარული თუ მეორე ნაწილი ვაუჩერული, ჩვენ წლის ბოლომდე ამ საბოლოო ვერსიის დამუშავებას დავასრულებთ და მომავალი წლის იანვრიდან ამუშავდება. ახლა გავდივართ ფაქტობრივად, ბოლო ტექნიკურ კონსულტაციებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.