რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება.
„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა, იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე, სულ მცირე, არ შემცირდება, უკეთესი იქნება, თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ინტერესებშია“, - განაცხადა კონსტანტინე კოსაჩოვმა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის გამარჯვება პირველ რიგში საქართველოსთვის სტაბილურობას ნიშნავს.