არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს.
„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.