logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: გვირჩევნია, დაველოდოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებას
- +

29 ნოემბერი. 2018. 15:00

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივის შეფასებას ელოდება.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებოდით საინფორმაციო შეტყობინებებს, რომელიც საქართველოდან მოდიოდა. ჩვენ გვირჩევნია, პირველ განცხადებებს დაველოდოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებაზე. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ხალხი ერთმანეთთან დაახლოებული რჩება, თუმცა, სახელმწიფოთაშორისო კავშირებზე ამას ვერ ვიტყვით ცნობილი მოვლენების შემდეგ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner