პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას.
„მარტო სალომე ზურაბიშვილისთვის არ არის მისაღები, რომ უფრო მოკრძალებული აპარტამენტი ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს საერთოდ ჩვენთვის ყველასათვის მისაღებია, ვინაიდან პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, საინტერესო აზრები ბევრი გაჩნდება. პრეზიდენტის სასახლის თემას შინაარსი არ შეცვლილა, არ არის მისაღები საზოგადოებისათვის, სადაც შეჭირვება საკმაოდ თვალსაჩინოა, ეს მიზეზი ისევ დღის წესრიგში დგას და არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგია, რომ ახლანდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.