საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს.
„მოსახლეობის აქტიურობამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია, დაპირისპირება არავის არ უნდა. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია, ჩემი კონკურენტი პარტია არჩევნების შედეგებს მალე აღიარებს, რადგან ნამდვილი დემოკრატია ამაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.