საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ულოცავენ.
„ლიეტუვის ქალმა პრეზიდენტმა გამარჯვება ღამით „Twitter“-ით მომილოცა. დაველოდები, შეთანხმებულია, რომ უნდა დარეკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელიც არგენტინაშია, მაგრამ წერილობით უკვე მომილოცა. ასევე განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.