საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ნებისმიერი შემთხვევა, რომელზეც განცხადებები გაკეთდა, უნდა იქნეს შესწავლილი. ისიც კარგად ცნობილია, როგორ ემზადებოდა ოპოზიცია არჩევნების პროცესში საკუთარი აქტივობებისთვის, რა მიზნები ჰქონდა დასახული. ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთი მსგავსი საჩივარი წინა დღით როგორ აიტვირთა შესაბამის გვერდზე მაშინ, როცა არჩევნები დაწყებულიც არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩემში დიდ ეჭვს იწვევს ასეთი განცხადებების უმრავლესობა, რაც მოვისმინე. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ამ ფაქტებით დაინტერესდნენ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.