logo_geo
eng_logo
ფრანგი ჟურნალისტი: დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ!
- +

29 ნოემბერი. 2018. 16:50

 

„საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია, ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს, გარდა საფრანგეთისა“, - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ „Europe 1“-ის ეთერში.

 

„სალომე ზურაბიშვილი, ქალი პრეზიდენტად აირჩიეს ნახევრად აღმოსავლურ და სრულად „მაჩოისტურ“ ქვეყანაში. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს - დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოვნიკს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე, ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ „გამოფენების გახსნას“ არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა, არ წამოეგოს პროვოკაციებზე“, - განაცხადა ვანსან ერვუემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner