logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მეორე ტური სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი დემოკრატიისთვის
- +

29 ნოემბერი. 2018. 16:57

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო სერიოზული გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევანი ჩვეულებრივ კანდიდატებს შორის. აქ იყო არჩევანი გასაკეთებელი ორ გზას შორის. მეორე ტური იყო სერიოზული გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის და ის, რომ მეორე ტურმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში, მცირე ექსცესებს თუ არ ჩავთვლით, არის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია პოლიტიკური თვალსაზრისით. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არჩევნები არის ის მომენტი, როცა ყველას გვმართებს აბსოლუტური მობილიზება, რათა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი. აქტივობა, რომელი წინა ტურთან შედარებით გაზრდილია, მისასალმებელია“, -  განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner