logo_geo
eng_logo
რომში გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
- +

29 ნოემბერი. 2018. 16:57

 

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  ქ. რომში, ველაბროს წმინდა გიორგისტაძარში  ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა.

 

გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა, პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.

 

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა კარდინალი ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ, რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.

 

კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები „Ninna Nanna per Anna“, ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner