logo_geo
eng_logo
2017 წლიდან დღემდე უფასო მედიკამენტების პროგრამით 40 627 მოქალაქემ ისარგებლა
- +

29 ნოემბერი. 2018. 17:06

 

 

2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, უფასო მედიკამენტების პროგრამით საქართველოს 40 627 მოქალაქემ ისარგებლა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამით სარგებლობა, პირველ ეტაპზე, ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს შეეძლო, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით. მიმდინარე წლის აგვისტოდან შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია. პაციენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ.

 

სამინისტროს ცნობით, 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებსაც შეუძლიათ. პროგრამა ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე ვრცელდება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი).

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner